ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება- ,,სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა". (ხელმძღვანელი იზოლდა გვაგვალია)
ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბმა
,,საღი აზრი“ მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით
განახორციელა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია სკოლასა და თემში.
ამ კამპანიის მიზანი იყო დღის ჯანსაღი რეჟიმის
იდეის პოპულარიზაცია საკუთარ დასახლებაში.
საინფორმაციო კამპანიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა
ინტერვიუ ჩამოართვეს ბიოლოგიის მასწავლებელს იზოლდა გვაგვალიას და თორსის თემის უბნის
ექიმს მზია ლემონჯარიას საკვანძო კითხვით, როგორ ვიკვებოთ სწორად. მოიძიეს ინფორმაცია
ინტერნეტში, სახელმძღვანელოში. შემდეგ კლუბის წევრება განიხილეს მოცემული ინფორმაცია
და ამის საფუძველზე შექმნეს ბუკლეტი.
ბუკლეტები დაარიგეს
თორსის თემში და ბოლოს გამართეს მარათონი ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.
No comments:
Post a Comment