Pages

Thursday, 21 May 2015

ფიზიკის კვირეული

თორსის საჯარო სკოლაში ჩატარდა ფიზიკის კვირეული, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები. მოცემულმა აქტივობებმა მოსწავლეებში განავითარა დაკვირვების, აღწერის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის გამოყენების უნარ-ჩვევები.

1.      პრეზენტაცია ,,ცნობილი ფიზიკოსები“-მოსწავლეები გაეცვნენ ცნობილი ფიზიკოსების ავტობიოგრაფიულ ცნობებს და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს.
2.      ექსპერიმენტების დღე- (VIII-IXკლასი)-,,დიფუზია“. მოსწავლეებმა შეძლეს პრაკტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განეხილათ დიფუზიის მოვლენა სითხეებში, გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები: გაანალიზეს ტემპერატურის გავლენა დიფუზიის სიჩქარეზე, იმისჯელეს მისი როლის შესახებ ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში.
XI კლასში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი-მოსწავლეებმა ნახეს ტრანსფორმატორი, გაეცვნენ მუშაობის პრინციპს. თეორიული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკას, ისაუბრეს ტრანსფორმატორის დანიშნულებაზე.

3.      ჩატარდა ვიქტორინა ,,ჩვენ ვსწავლობთ ფიზიკას“.











Tuesday, 12 May 2015

ბიოლოგიის კვირეული

    ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება- ,,სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა". (ხელმძღვანელი იზოლდა გვაგვალია)











   ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“  მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით განახორციელა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია სკოლასა და თემში.
    ამ კამპანიის მიზანი იყო დღის ჯანსაღი რეჟიმის იდეის პოპულარიზაცია საკუთარ დასახლებაში.
  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა ინტერვიუ ჩამოართვეს ბიოლოგიის მასწავლებელს იზოლდა გვაგვალიას და თორსის თემის უბნის ექიმს მზია ლემონჯარიას საკვანძო კითხვით, როგორ ვიკვებოთ სწორად. მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, სახელმძღვანელოში. შემდეგ კლუბის წევრება განიხილეს მოცემული ინფორმაცია და ამის  საფუძველზე შექმნეს ბუკლეტი.  
ბუკლეტები დაარიგეს თორსის თემში და ბოლოს გამართეს მარათონი  ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.









დასუფთავების აქცია

   თორსის საჯარო სკოლიის მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია ბიოლოგიის მასწავლებლის, ქალბატონ იზოლდა გვაგვალიას ხელმძღვანელობით.












კონკურსი-,,ფოტო-სინთეზი"


     თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგი გაგუამ და ალიკა აბშილავამ გაიმარჯვეს კონკურში ,,ფოტო-სინთეზი"..კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ფოტოებს (დადებითად ან უარყოფითად) უნდა აესახა ტყეებთან და სატყეო დარგთან დაკავშირებული სხვადასხავა ასპექტები. 
I ტურში გამარჯვებული მოსწავლეები, 1 მარტს, ქალაქ ზუგდიდში დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით.








ბიოლოგიის კონკურსი


  ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გუნდურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მე-9 კლასის გუნდმა და გავიდა ბიოლოგიის ტურნირის ფინალურ ეტაპზე,რომელიც გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში, სადაც ჩვენი სკოლის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
   ვულოცავთ წარმატებას საგნის მასწავლებელს ქალბატონ იზოლდა გვაგვალიას და მე-9 კლასელებს: თამარ ბუკიას, ელენე კუკავას და მამუკა ფეტელავას.