Pages

Friday, 12 June 2015

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსი

  10 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION-ის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი ესწრებოდა.

წელს კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. კონკურსის შედეგად კი, 42 სკოლის 59 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. კონკურსის მონაწილე 200-ზე მეტ საუკეთესო ავტორსა და მათ ხელმძღვანელს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება მიენიჭა.

უკვე მერამდენედ, თორსის საჯარო სკოლა ქალბატონ იზოლდა გვაგვალიას ხელმძღვანელობით სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსებში ღებულობს მონაწილეობას.
ინოვაციური მეთოდებით, კრეატიული მიდგომით გამორჩეული, თავისი საყვარელი საქმისადმი თავდადებული, ქალბატონა იზოლდა ნამდვილად არის ჩვენი სკოლის საამაყო პედაგოგი.
თორსის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ქალბატონ იზოლდას ამ მორიგ წარმატებას და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მორიგ წარმატებებს პედაგოგიური მოღვაწეობის გზაზე.
თორსის საჯარო სკოლის პედკოლექტივი.










Thursday, 21 May 2015

ფიზიკის კვირეული

თორსის საჯარო სკოლაში ჩატარდა ფიზიკის კვირეული, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები. მოცემულმა აქტივობებმა მოსწავლეებში განავითარა დაკვირვების, აღწერის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის გამოყენების უნარ-ჩვევები.

1.      პრეზენტაცია ,,ცნობილი ფიზიკოსები“-მოსწავლეები გაეცვნენ ცნობილი ფიზიკოსების ავტობიოგრაფიულ ცნობებს და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს.
2.      ექსპერიმენტების დღე- (VIII-IXკლასი)-,,დიფუზია“. მოსწავლეებმა შეძლეს პრაკტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განეხილათ დიფუზიის მოვლენა სითხეებში, გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები: გაანალიზეს ტემპერატურის გავლენა დიფუზიის სიჩქარეზე, იმისჯელეს მისი როლის შესახებ ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში.
XI კლასში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი-მოსწავლეებმა ნახეს ტრანსფორმატორი, გაეცვნენ მუშაობის პრინციპს. თეორიული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკას, ისაუბრეს ტრანსფორმატორის დანიშნულებაზე.

3.      ჩატარდა ვიქტორინა ,,ჩვენ ვსწავლობთ ფიზიკას“.











Tuesday, 12 May 2015

ბიოლოგიის კვირეული

    ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება- ,,სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა". (ხელმძღვანელი იზოლდა გვაგვალია)











   ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“  მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით განახორციელა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია სკოლასა და თემში.
    ამ კამპანიის მიზანი იყო დღის ჯანსაღი რეჟიმის იდეის პოპულარიზაცია საკუთარ დასახლებაში.
  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა ინტერვიუ ჩამოართვეს ბიოლოგიის მასწავლებელს იზოლდა გვაგვალიას და თორსის თემის უბნის ექიმს მზია ლემონჯარიას საკვანძო კითხვით, როგორ ვიკვებოთ სწორად. მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, სახელმძღვანელოში. შემდეგ კლუბის წევრება განიხილეს მოცემული ინფორმაცია და ამის  საფუძველზე შექმნეს ბუკლეტი.  
ბუკლეტები დაარიგეს თორსის თემში და ბოლოს გამართეს მარათონი  ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.









დასუფთავების აქცია

   თორსის საჯარო სკოლიის მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია ბიოლოგიის მასწავლებლის, ქალბატონ იზოლდა გვაგვალიას ხელმძღვანელობით.












კონკურსი-,,ფოტო-სინთეზი"


     თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგი გაგუამ და ალიკა აბშილავამ გაიმარჯვეს კონკურში ,,ფოტო-სინთეზი"..კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ფოტოებს (დადებითად ან უარყოფითად) უნდა აესახა ტყეებთან და სატყეო დარგთან დაკავშირებული სხვადასხავა ასპექტები. 
I ტურში გამარჯვებული მოსწავლეები, 1 მარტს, ქალაქ ზუგდიდში დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით.